|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრიორიტეტები


იმერეთის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს დღეს „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.   მოსახლეობასთან  შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  პროექტის „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში“ფარგლებში ისაუბრეს. პროექტის მიზანი, რეგიონის და კონკრეტულად, მუნიციპალიტეტების განვითარების პროცესში მოსახლეობის უშუალო ჩართულობა და მათი შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებაა.

„პროექტის ფარგლებში ვმართავთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს რიგით მეოთხე შეხვედრაა. ვინაიდან სტრატეგიული განვითარების გეგმა ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ხდება ცვლილებების შეტანა, ამიტომ მნიშვნელოვანი ადგილი მოსახლეობის შენიშვნებს და რეკომენდაციებს უჭირავს.  სტრატეგია განხილული და მხარდაჭერილია იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ,“-აღნიშნავს „საე“-ს ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ლევან ოყრეშიძე.

შეხვედრები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში იმართება. მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემად უმუშევრობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეკოლოგია რჩება. ეკოლოგიის მხრივ, მძიმე მდგომარეობა ზესტაფონსა და ჭიათურაში არის.

რაც შეეხება ქუთაისს, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 77 508 090 ლარია გამოყოფილი. მსგავსად სხვა რაიონებისა, ქუთაისშიც მთავარ პრობლემად  დასაქმება რჩება.

„წარმოდგენილი იყო სტრატეგიული განვითარების გეგმა იმერეთის ჭრილში, ასევე  ის პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.   ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ  ინფრასტუქტურისთვის მეტი თანხა მოვიზიდოთ, რაც მეტი პროექტის განხორცილების შესაძლებლობას მოგვცემს“,-განაცხადა მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა