6 ქართველი ლიბიის სანაპიროსთან დაბომბვაში მოჰყვა
ლიბიის სანაპიროსთან 6 ქართველი დაბომბვაში მოყვა. ისინი მეზღვაურები არიან და თურქული სატვირთო გემზე მუშაობენ. ინფორმაცია მომხდარზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა. თავდასხმა საპორტო ქალაქ ტობრუკთან მოხდა. გემს ცეცხლი ლიბიის სანაპიროსთან გაუხსნეს. ბოლო მონაცემით, დაიღუპა კაპიტანი, დაჭრილია ეკიპაჟის რამდენიმე წევრი. თურქული კომპანიის კუთვნილი გემს სახელად "თუნა ერთს" ტვირთი ესპანეთიდან ლიბიაში გადაჰქონდა. მომხდარს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და იერიში დაგმო. "ამ წუთებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეეები, კერძოდ, 6 მეზღვაური იმყოფება გემზე, რომელიც დაიბომბა ლიბიის წყლებში და დაშავდა რამდენიმე მეზღვაური, მათ შორის, გარდაცვლილია თურქი ეროვნების კაპიტანი. სააგენტო ცდილობს სიტუაციის გარკვევას და მეზღვაურთა გამოყვანას შექმნილი მდგომარეობიდან. მოვლენათა განვითარების შესახებ გაცნობებთ დამატებით", - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ავტორი: ანა ჯიქია