გელათი საყდრისის ბედს გაიზიარებს?
გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრი აშენდება. ერთსართულიანი ნაგებობები დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. ამის შესახებ "ნიუპრესს" ტყიბულის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ განუცხადა. „ვიზიტორთა ცენტრს აშენებს "მსოფლიო ბანკი". პროექტი უკვე შედგენილია. გავრცელებული ინფორმაცია ტყის კერძო სექტორისთვის გადაცემის და მისი გაჩეხვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიზიტორთა ცენტრის აშენება თვის ბოლოდან დაიწყება. ცენტრი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება“, - განაცხადა რობიზონ გვენეტაძემ.
საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნული ცენტრის აშენებაში საფრთხეს ხედავენ და მიაჩნიათ, რომ გელათი საყდრისის ბედს გაიზიარებს. "გუშინ - საყდრისი, დღეს - გელათი და დარჩა ამ ქვყანაში რამე ფასეული, რასაც "ქართული ოცნების" დამანგრეველი ხელი ვერ მისწვდა, ან ვერ მისწვდება. „ქართული ოცნება“ მესამე წელია ქართველი ხალხის სახელით მუსრავს ჩვენ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და ფასეულობებს“, - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმოადგენელი გია გოქაძე.
გელათში ვიზიტორთა ცენტრის აშენება მილიონნახევარი ლარი ჯდება.
ავტორი: ანა ჯიქია