|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ტყიბულის გამგებელი?

„ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეების მიერ შევსებული დეკლარაციის გამოქვეყნებას. ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, რობიზონ გვენეტაძის მიერ  შევსებულ დეკლარაციას გაგაცნობთ.

რობიზონ გვენეტაძე   გამგებლად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა.

 გამგებელი ტყიბულში ქონებას არ ფლობს. სამაგიეროდ, მის სახელზე თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა და არასაცხოვრებელი ფართი ფიქსირდება.  მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული რამდენიმე ბინა და არასაცხოვრებელი ფართი თბილისსა და ოზურგეთში. გვენეტაძის საკუთრებაშია „მერსედესის“ მარკის ავტომობილი. 

ოჯახის სახელზე არ არის ფასიანი ქაღადები. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, გვენეტაძის მეუღლის, შორენა ბიწაძის სახელზე „კორსტანდარტ“ ბანკში 1000.00 ლარი ირიცხება.

 გამგებლის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი საჯარო სამსახურში მის მიერ მიღებული ანაზღაურების შესახებ.

დეკლარაცია 2014 წლის 13 სექტემბერსაა შევსებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა