|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

16 819.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მთავრობის „ფავორიტ“ კომპანიას 1 ლარად გადაეცა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ პროგრამის „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში  თერჯოლაში 2 წელიწადში ცემენტისა და ხელოვნური ქვის საწარმო ამუშავდება.  ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  შპს "საქმილსადენმშენმა" მიიღო. შპს-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 16 819.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც 84 100 ლარია საკუთრებაში გადაეცა.  ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს   იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და თერჯოლის პირველი პირები  ესწრებოდნენ. „სიმბოლური ქონების" სანაცვლოდ კომპანია  ცემენტის ან ხელოვნური ქვის საწარმოს ააშენებს და პროდუქციას არაუმეტეს 2 წელიწადში გამოუშვებს. საწარმოს შესაქმნელად თერჯოლის მუნიციპალიტეტში 336 400 ლარის ინვესტიციგანხორციელდება და 25 ადამიანი დასაქმდება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ "საქმილსადენმშენ "მთავრობის ფავორიტ" კომპანიათა შორიაა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებდა.  Fin-Estate, “არქეოპოლისი”, “საგზაო კომპანია - თბილისი”, “გეომშენი-2004” "საქმილსადენმშენ" ის კამპანიებია,  რომელთაც 2013-2014 წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა ტენდერებში გაიმარჯვეს. ორგანიზაციის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უკან ისევ მთავრობის მაღალჩინოსნები დგანან.

რაც შეეხება კონკრეტულად “საქმილსადენმშენ”-ს, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს ტენდერებიდან მიღებული შემოსავლი მკვეთრად გაიზარდა, მაშინ, როცა 2013 წლის ლიდერი კომპანიები 2014 წელს მოწინავე პოზიციებზე აღარ გვხვდებიან. აღნიშნულმა კომაპანიამ ხშირად მოიგო პირობით გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ერთადერთი მონაწილე იყო.

 პირობებით გამოცხადებული ტენდერების ‘სასურველ“ კომპანიებზე მორგების გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, რომელიც, მისსავე განცხადებას თუ დავეყრდნობით, სწორედ რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებსა და  მიმდინარე სამუშაოების ხარისხით დაინტერესებას შეეწირა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა