|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია პლანშეტების შეძენის საჭიროებას განმარტავს


ქუთაისის მერიის მიერ 24 პლანშეტის შესაძენად ტენდერის გამოცხადების ფაქტს რამდენიმე ორგანიზაცია გამოეხმაურა და მერიას ბუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დასდო ბრალი.  კრიტიკას ადგილობრივი თვითმმართველობა განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ელექტონული მართვის სისტემაზე გადასასვლელად ტექნიკური საშუალებების განახლება და შეძენაა აუცილებელი.

„ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა საჭიროებს ტექნიკური საშუალებების განახლებას და შეძენას, რათა თანამედროვე ელექტრონულ სისტემებზე გადასვლა ამ საშუალებების გარეშე შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ქუთაისში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თანამედროვე ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლას. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალაქის მართვისთვის საჭიროა კომპიუტერები და სხვადასხვა ელექტრონული ხელსაწყოები, მათ შორის პლანშეტები ინტეგრირებული სიმ ბარათით, რაც საშუალებას მოგვცემს დაფიქსირებული პრობლემა ავტომატურად, ინტერნეტის საშუალებით, აიტვირთოს ბაზაში. ასევე ტრანსპორტის მოძრაობა გაკონტროლდეს ელექტრონულ რუკაზე დატანით და ინსპექტირების ჯგუფებს შეეძლოთ ქალაქში მოძრაობის დროს თითოეული სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების კონტროლი.
ადამიანებს, რომელთაც აღიზიანებთ კომპიუტერის მეშვეობით შესრულებული სამუშაო და სურთ, რომ ქალაქი ისევ ძველებურად მე-19 საუკუნეში არსებული მართვის მეთოდებით იმართებოდეს, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ისინი ვერ შეაჩერებენ ქალაქის განვითარების პროცესს,“-ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ადმინისტრაცია თვითმმართველობის ორგანოში გატარებულ სერვისებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოხდა  შიდა ქსელის განახლება, ქონების განკარგვის ელექტრონულ ფორმატზე გადაყვანა, რაც წლების განმავლობაში ქალაქში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ასევე კვირაში გადადის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაზე. დაინერგა ადამიანური რესურსის მართვის თანამროვე მეთოდები. ელექტრონული სერვისები ინერგება საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა