|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 2 117 მოქალაქეა დაკავებული

2009-2015 წლებში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ.საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ საქართველოს 2 117 მოქალაქეა დაკავებული. 
ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.
მათივე განმარტებით, აღნიშნულიდან 1 416 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 701 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურად გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ადმინისტრციულ საზღრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტები როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში.
2013 წელს 2012 წელთან შედარებით აღნიშნული შემთხვევები თითქმის გაორმაგებულია და საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებულია 553 პირი, 2014 წელს - 512 პირი, ხოლო 2015 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) - 139 პირი.
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს მოქალაქეების საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის უკანონო დაკავებების თვალსაზრისით აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 და 2014 წლებში. სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, როგორც 2013 ასევე 2014 წელს აღნიშნული მიმართულებით დაკავებულია 142 პირი. 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობამ 23 პირი შეადგინა", - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა