ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ფრენები დაიწყო
ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ფრენები დაიწყო.
დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი- სტამბულის მიმართულებით პირველი რეისი უკვე განხორცილდა. რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines კვირაში სამჯერ შეასრულებს.
ახალი რეისის პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Pegasus Airlines რიგით მეორე კომპანიაა ქუთაისში wiz air-ის შემდეგ, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალი ფასებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
Pegasus Airlines რიგით მეორე კომპანიაა ქუთაისში wiz air-ის შემდეგ, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალი ფასებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა