2017 წლის ჩემპიონატისთვის ქუთაისში სასტუმრო და სტადიონები აშენდება
ქალაქში არსებული
ბიზნესგარემოს და მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად მერიის ეკონომიკური
სამსახურის უფროსი ადგილობრივ ბიზნესმენებს და გერმანელ ინვესტორებს, კერძოდ კი „გერმანული
ეკონომიკის გაერთიანების“ წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული ეკონომიკური
გაერთიანება 140 ქართულ და გერმანულ კომპანიას მოიცავს.
შეხვედრის
ფარგლებში ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა მონაწილეებს თვითმმართველობის
მიერ ქალაქში დაწყებულ სამუშაოებზე მიაწოდა
ინფორმაცია. როგორც კლდიაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს წარმოების, დასაქმებისა და
მშენებლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გერმანელ ინვესტორებს
კითხვები 2017 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებითაც ჰქონდათ. მათი
კითხვა მცირე ვადებს ეხებოდა, კერძოდ თუ როგორ მოაწრებდა ქალაქი სტადიონებისა და სასტუმროების მშენებლობას?
პაატა კლდიაშვილის
განცხადებით, დაგეგმილი მშენებლობები, რაც სტადიონების, სასტუმროსა და სწრაფი კვების
ობიექტების მშენებლობას მოითხოვს, ჩემპიონატისთვის დასრულდება და ქალაქი ჩამოსულ
სტუმრებს სათანადოდ დახვდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი