|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისს პრეზიდენტი ქუთაისის ეწვევა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისს ეწვევა. დილით,  პრეზიდენტი მონაწილეობას თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს, ქუთაისში კი დღის მეორე ნახევარში ჩამოვა, სადაც  შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადასთან ერთად აღნიშნავს ეროვნულ დღესასწაულს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განაცხადა. "საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს მონაწილეობას მიიღებს ფიცის დადების ცერემონიალში, რომელიც თბილისში გაიმართება. დღის მეორე ნახევარში კი ქუთაისში გავემგზავრებით, სადაც სამხედროებთან ერთად ავღნიშნავთ ამ დღესასწაულს"- განაცხადა დავით პატარაიამ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა