"ქუთაისის ურბანული გეგმის შედგენაში ამერიკელები დაგვეხმარებიან"
"ქუთაისის ურბანული გეგმის შედგენაში აშშ დაგვეხმარება",- ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ საბავშვო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც აშშ ელჩი რიჩარდ ნორლანდიც იმყოფებოდა. ქუთაისის მერის თქმით, უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი მემორანდუმის გაფორმება იგეგმება: "ქალაქის
განვითარების გეგმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ადრე ამერიკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში ქუთაისი არ ღებულობდა მონაწილეობას. ისინი ქალაქის განვითრებაში დაგვეხმარებიან. ესაა ურბანული განვითარების გეგმის შედგენა, ესაა
კადრების გადამზადება და ა.შ.", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ანა ჯიქია