|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავდაცვის სამინისტრო 26 მაისისთვის მზადებას იწყებს

თავდაცვის სამინისტრო 26 მაისისთვის მზადებას იწყებს. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის დღეს  სამხედრო აღლუმი არ გაიმართება, სამაგიროდ ქვეყნის დამოუკიდებლობა   სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამხედრო ტექნიკას გამოფენენ. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ხვალ საკოორდინაციო შემოფრენას იროკეზის ტიპის შვეულმფრენები განახორციელებენ. ისინი თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სტადიონის გავლით, გლდანის მიმართულებით გადაიფრენენ.

 წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი ჩაიბარებს. გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში  დღის მეორე ნახევარში ჩამოვა, სადაც  შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადასთან ერთად ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. 

დამოუკიდებლობის დღე პარლამენტის წინ გალა-კონცერტით დასრულდება.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა