„ქუთაისის მერიის დაცვის უფროსი დეპუტატის ქმედებას შეეწირა“
ქუთაისის მერიის დაცვის ხელმძღვანელი იმედა კირკიტაძე რამდენიმე კვირის წინ თანამდებობიდან გაუშვეს. გაშვების
სავარაუდო მიზეზი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატთან, კახაბერ დვალიშვილთან დაპირისპირება
გახდა. კირკიტაძე თანამდებობიდან პირველ ჯერზე დაპირისპირებიდან რამდენიმე კვირაში გაუშვეს,
თუმცა ადგილობრივი მედიის მიერ ფაქტის გაჟღერებამ პროცესი გარკვეული პერიოდით შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ კირკიტაძემ იმ დროს მისი გათავისუფლება არ დაადასტურა.
შედეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობიდან ქუთაისის იუსტიციის სახლში გადაიყვანეს. მისი გაშვების
და ჩამოქვეითების ფაქტი დღეს საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ გააპროტესტა
და აღნიშნა, რომ ნაცვლად დეპუტატის საქციელის შესწავლისა, მომხდარს მხოლოდ კირკიტაძე შეეწირა.
„მოვუწოდებ დაცვის პოლიციას, მოახდინოს ფაქტის შესწავლა
და იმედა კირკიტაძე, რომელიც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება, შესაბამის თანამდებობაზე
გადაიყვანონ. რადგან ის დეპუტატის არასათანადო ქმედებას შეეწირა,“-აღნიშნა ამირან
ძოწენიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი