ქუთაისში პლასტმასის შესაგროვებელი ურნები დაიდგა
ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ორგანზაცია „სპექტრის“ ინიციატივით ქუთაისში პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად სპეციალური ურნები დაიდგა. ურნების დასამზადებლად მერიამ 75 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ურნები ქუთაისში ადგილობრივმა მეწარმემ დაამზადა.
სპეციალური ურნების დადგმა პროექტის „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში” - ფარგლებში მოხდა.
შეგროვებული ნარჩენები მეორედი მოხმარებისათვის ადგილობრივ საწარმოებს გადაეცემა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა