თერჯოლაში ნაგავსაყრელის მოწყობა დასრულდა
თერჯოლის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ნაგავსაყრელი სახელმწიფო ელექტროსისტემის „კოხრის ქვესადგურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ის სამ ჰექტარს მოიცავს და თერჯოლას,
ზესტაფონსა და ხარაგაულს მოემსახურება.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინასებით განხორციელდა, თუმცა, როგორ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ განაცხადა, შესრულებული სამუშაოების თანხებზე ინფორმაცია არ აქვს, მისივე თქმით, არც იმ კომპანიის შესახებ ფლობს ინფორმაციას, რომელაც სამუშაოები შეასრულა. ნაგავსაყრელი 2017 წელს იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელი მოწყობის შემდეგ დაიხურება.
ჩატარებული სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ჩუბინიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა“ გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერეს.
"არ ვფლობ დეტალურ ინფორმაციას, დამირეკეს და მითხრეს, რომ ნაგავსაყრელის მოწყობა დასრულდა. მივედი და ადგილზე გავეცანი სამუშაოებს"-განაცხადა ჯაფარიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი