"მე ყველას გთხოვთ, რომ ხმა მივცეთ ვეროპას"-ნინა სუბლატი
ნინა სუბლატმა, რომელიც კონკურსში საქართველოს სახელით იღებს მონაწილეობას, საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე მიმართვა გაავრცელა - მომღერალმა მოკლედ განიხილა წინასაკონკურსო მზადება და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ბევრი ადამიანია, რომელიც ჩემზე უკეთ არის გათვიცნობიერებული ევროვიზიის წესებში. არ შეიძლევა ვიყო სუბიექტური, მაგრამ მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო, იმიტომ რომ უფრო უკეთ ვიცი, რა ხდება შიდა სამზარეულოში. ჩემი პირადი სურვილი იქნება და ჩემს მეგობრებსაც მოვუწოდებ, რომ თუ თქვენ ხმას აძლევთ სხვა ქვეყანას, აუცილებლად უნდა გაიხსენოთ ისიც, რომ ყველა ქვეყანა არ არის ჩვენი მეგობარი.
მე ყველას გთხოვთ, რომ ხმა მივცეთ ვეროპას, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, რადგან არ გვინდა დავბრუნდეთ წარსულში და გვინდა უკეთესობა და ევროპა. ამიტომაც სანამ გააკეთებთ არჩევანს, მოგიწოდებთ კარგად დაფიქრდეთ, იმიტომ რომ თითოეული მიცემული ხმა არის განაცხადი იმის შესახებ, თუ როგორი მომავალი გვინდა გვქონდეს. ეს კონკურსი არის მომავლის კონკურსი და არა ჩემი როგორც მონაწილის, არამედ ქვეყნის სახელი, აცხადებს იმას, თუ რა სურს რეალურად ქვეყანას.
არის ბევრი ისეთი, რაღაც რაზეც ახლა არ შემიძლია საუბარი. ნებისმიერი ქართველის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯზე პირადად ვიხდი ბოდიშს. მე ასეთ თემებს ვცდილობ სხვანაირად შევხედო და დავივიწყო, რომ ევროვიზია არის პოლიტიკური კონკურსი. ახლა შეიძლება გაუგებარია ჩემი საუბარი, მაგრამ როდესაც დავბრუნდები, ყველაფერზე დაწვრილებით ვისაუბრებ და პირობას გაძლევთ, საინტერესო ამბებს მოგიყვებით,"- წერს ნინა სუბლატი.
შეგახსენებთ, რომ ნინა სუბლატი კონკურსის ნახევარფინალში გადავიდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა