ქუთაისის ხელბურთის გუნდი “ზაარბრიუკენის' წინააღმდეგ
22 მაისს 18:00 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში ხელბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორი ,,ქუთაისი' და გერმანული ,,ზაარბრიუკენი' დაუპირისპირდებიან.აღნიშნული შეხვედრა, ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა და ქალაქ ზაარბრიუკენის ხელბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება.
ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში ზაარბრიუკენის სპორტის სამსახურიც ჩართულია და სამომავლოდ ანალოგიური ღონისძიებები სხვა სპორტის სახეობებშიც იგეგმება. გერმანული კლუბი ქუთაისში 21 მაისს ჩამოვა და სამი დღე დარჩება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი