დამსახურებულ პედადაგოგს 80 წლის იუბილე მიულოცეს
ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დამსახურებულ პედადაგოგს, გულო ყოიფიანს 80 წლის იუბილე მიულოცეს. იუბილარს მერიის თეთრ დარბაზში უმასპინძლეს და საჩუქრად ყვავილები და ხატი გადასცეს.
გულო ყოფიანი 35 წლის განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში მხატვრული კითხვის პედაგოგად. ქუთაისის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე მხატვრული კითხვის მეთოდიკაში კითხულობდა ლექციებს, ხოლო მუსიკალურ ტექნიკუმში ასწავლიდა მეტყველების კულტურას.
გულო ყიფიანს მინიჭებული აქვს წარჩინებული პედაგოგის წოდება და დაჯილდოებულია ოქროს მედლებითა და დიპლომებით. გულო ყიფიანს 2006 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. შოთა მურღულიამ იუბილარს ქუთაისელი პედაგოგებისთვის მეტყველების კულტურაში მასტერკლასების ჩატარება შესთავაზა.
ავტორი: ანა ჯიქია