იპოთეკით დაზარალებულების გამოსახლება არ წყდება (ვიდეო)
იპოთეკით დაზარალებულ მაია გოშნიაშვილის ოჯახს აღსრულების ეროვნული ბიურომ,დღეს კერძო მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე ბინის დაცლა მოსთხოვა. ოჯახი საკუთარი ნებით საკუთრების დატოვებას არ აპირებს და ბინაში დარჩენას ითხოვს. მათ მოთხოვნას სხვა იპოთეკარებიც უერთდებიან და საპროტესტო აქციებს გეგმავენ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელის, ნინო ფოფხაძის განმარტებით, ოჯახს უკვე 2-ჯერ გადაუვადეს ბინის დაცლის პროცედურა. ახლა კი, მხოლოდ და მხოლოდ კერძო მესაკუთრეზეა დამოკიდებული, გაუხანგრძლივებს თუ არა იპოთეკარს ბინაში ყოფნის ვადას.
ამის შესახებ ინფორმაციას "primetimenews.ge" ავრცელებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი