|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხეების ირგვლივ საფარის დაგება სტანდარტის დარღვევით ხდება

ტროტუარებზე ხეების ირგვლივ  ასფალტისა და ბეტონის საფარის დაგება  შესაბამისი ნორმების დაცვით უნდა ხდებოდეს. როგორც წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ლანდშაფტის სპეციალისტმა  რამაზ კილაძემ „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, მცენარისა და ბეტონის საფარს შორის არსებული დიამეტრი მინიმუმ  60 სმ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე ხანგრძლივ არსებობას ვერ შეძლებს.

„იმისათვის, რომ მცენარემ იარსებოს, სტანდარტების დაცვა აუცილებელია. საფარსა და ხეს შორის მანძილი 60 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ასევე აუცილებელია იყოს მცირედი  დაქანება, რადგან მცენარემ საჭირო წყალი მიიღოს. სამწუხაროდ, დღეს სტანდარტების დაცვა ნაკებად ხდება. არა მხოლოდ მცენარის ფესვებს უქმნიან პრობლემას, არამედ მისი გადაბელვაც დარღვევით ხდება,“ - განაცხადა რამაზ კილაძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი