|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ქართული ოცნების" აქტივისტი დააკავეს

ცოტა ხდნის წინ ქუთაისში "ქართული ოცნების" აქტივისტი დააკავეს. ზაზა ადეიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

სასამართლო პროცესი დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც კოალიციის წევრები ამბობენ, დაკავება ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო მოხდა.

,,ქართული ოცნების" წევრები ფაქტს მთავრობის მხრიდან პროვოკაციად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხალხის დაშინებას აგრძელებენ.

,,ნაციონალური მოძრაობის" და ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ეს მათ ძალიან კარგად იციან და აღარ იციან რა მოიმოქმედონ, თუმცა ხალხის დაშინებას ვეღარ მოახერხებენ" - აღნიშნა კოალიციის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს "ქართული ოცნების" აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რაიონებშიც დააკავეს.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე