|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისის ღონისძიებებისთვის ქუთაისის მერიამ 6 ათასი ლარი გამოყო

26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. როგორც მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ვაჟა ჯუღელმა აღნიშნა, დილით ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში  დაღუპულთა გმირების სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინება.  ქალაქში გაიმართება სამხედრო ტექნიკის გამოფენა, სპორტული და კულტურული  ღონისძიებები.   მოეწყობა ნიღბების და ბერიკების თეატრის წარმოდგენები, ღია ცის ქვეშ დაუკრავს სიმფონიური ორკესტრი. გაიმართება „შავფაროსნების“ საჩვენებელი წარმოდგენა.  აღნიშნული  ღონისძიებებისთვის მერიამ დაახლოებით 6 000 ლარი გამოყო.

26 მაისს,  ქვეყნის  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღის მეორე ნახევარში ქუთაისში ჩამოვა, მანამდე კი მონაწილეობას თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს. პრეზიდენტი ქუთაისში  შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადასთან ერთად აღნიშნავს ეროვნულ დღესასწაულს.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში გალაკონცერტით დასრულდება, რომელსაც ორგანიზებას კულტურის სამინისტრო უწევს, კონცერტში მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ.  ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქუთაისელებს დღესასწაულს ჯგუფი „33 ა“ მიულოცავს. დღესასწაული ფეირვერკით დასრულდება, რომელზეც ასევე კულტურის სამინისტრომ იზრუნა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი