|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისისათვის მთავრობა 1 579 000 ლარს დახარჯავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა. განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა. 
"საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოუყოს 1 579 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის: ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს – 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 385 000 (სამასოთხმოცდახუთი ათასი) ლარი; 2 გ) სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელს - 224 000 (ორას ოცდაოთხი ათასი) ლარი; დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას - 295 000 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი", - ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში. 

ამ თანხაში არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაგეგმილი ხარჯები. 

ავტორი: ანა ჯიქია