|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დარისპანის გასაჭირი" - თეატრალური იმერეთის მეორე საფესტივალო დღე

ვანის სახალხო თეატრმა დავით კლდიაშვილმა "დარისპანის გასაჭირი"  წარმოადგინა. "თეატრალური იმერეთის" ფარგლებში დღეს მეორე სპექტაკლი იმართება. მესხიშვილის თეატრის სცენა 6 ივნისამდე სხვადასხვა რეგიონების თეატრებს დაეთმობა. ყველა სეანსი 18:00-ზეა ჩანიშნული. ხვალ მესხიშვილის სცენა ფესტივალის ფარგლებში ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრს დაეთმობა. ისინი მიხელ ჯავახიშვილის "მუსუსს" წარადგენენ. 

რეგიონალურ თეატრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, ქუთაისის ახალგაზრდა თეატრი და ქუთაისის "ნიღბების თეატრი" მიიღებენ.
სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია. 

ავტორი: ანა ჯიქია