"ევროვიზიის" გამარჯვებული შვედი მენს ზელმერლოუ გახდა
"ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული შვედი მომღერალი მენს ზელმერლოუ გახდა. იგი მსმენელის წინაშე სიმღერით "Heroes" წარსდგა . ევროვიზიის ფინალის ათეული ასეთია: შვედეთი - 365 ქულა, რუსეთი - 303 ქულა, იტალია 292 ქულა, ბელგია - 217 წულა, ავსტრალია - 196 ქულა, ლატვია - 186 ქულა, ესტონეთი - 106 ქულა, ნორვეგია - 102 ქულა, ისრაელი - 97 ქულა, სერბეთი - 53 ქულა. კონკურსის წესების თანახმად, მაყურებელს არ აქვს უფლება ხმა თავისი ქვეყნის წარმომადგენელს მისცეს. მონაწილე ქვეყნების სპიკერები კი პირდაპირ ეთერში თავისი ქვეყნის ხმის მიცემის შედეგებს აცხადებენ. უმაღლესი შეფასება 12 ქულაა. ქულები საქართველოდან ასეთია: 12 ქულა - სომხეთს, 10 - აზერბაიჯანს, 8 - იტალიას, 7 - შვედეთს, 6 - ბელგიას, 5 - რუსეთს, 4 - ლატვიას, 3 - ლიტვას, 2 - ესტონეთს, 1 - ისრაელს.
ნინა სუბლატმა ფინალში 51 ქულა მოაგროვა და მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.
მენს ზელმერლოუ - ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერით "Heroes"
ავტორი: ანა ჯიქია