„საპატიო ქუთაისელები“ კომისიამ ვერ გამოავლინა
ქალაქის საპატიო მოქალაქეების
არჩევა, რომელიც „ორმაისობას“ ვერ მოხერხდა
და 26 მაისისათვის გადაიდო, არც ამჯერად შედგება.
როგორც იმ დროისთვის განმარტავდნენ, წარდგენილ კანდიდატთა რაოდენობის გამო შერჩევა
ვერ მოხდა და განხილვა გადაიდო. „საპატიო
ქუთაისელთა“ შერჩევა „პატივგების კომისიის“
პრეროგატივაა. კომისიას ქალაქის მერი შოთა
მურღულია ხელმძღვანელობს, მდივანი კი ვანო ჟორჟოლიანია. გადაწყვეტილება სწორედ ამ კომისიას უნდა მიეღო. მის შემადგენლობაში საკრებულოს
დეპუტატთა არყოფნა უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
ქალაქის საკრებულოს
სხდომაზე სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატი თეიმურაზ ნადირაძე აღნიშნავდა, რომ სტატუსის მსურველთა ნაწილი მერიაში პარკებით დადის და თავიანთი კანდიდატურის მხარდაჭერის
მიზნით ხელმოწერებს აგროვებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი