|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში 5 მილიონიან სასათბურე მეურნეობაში 22 ადგილობრივი მუშაობს

იმერეთის გუბერნატორმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო დაათვალიერა. „იმერეთი გრინერიქართულ-ჰოლანდიური 5 მილიონიანი ინვესტიციით აშენებული სასათბურე მეურნეობაა, რომელიც ბოსტნეულს აწარმოებს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში ამ ეტაპზე 22 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა ხელფასიც 400 ლარს შეადგენს. უახლოეს მომავალშიიმერეთი გრინერიწარმოების გაფართოებასა და პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდას გეგმავს. სამტრედიის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი უცხოური ინვესტიციით დაფინანსებული ფაბრიკა ფუნქციონირებს. „მენთექს ჯორჯიაძირითადად სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებსფაბრიკაში 75 ადამიანია დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 250 ლარია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი