რა ღონისძიებებია ქუთაისში 26 მაისს დაგეგმილი?
დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვევა. პრეზიდენტი დღესასწაულს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეით ბრიგადასთან ერთად აღნიშნავს. გარდა ამისა 26 მაისს ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.
დილით ქვეყნის დამოუკიდებლობის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინება.
დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა. ამასთან ერთად გაიმართება "ნიღბების თეატრის" და „შავფაროსანთა“ საჩვენებელი წარმოდგენები. ღია ცის ქვეშ დაუკრავს სიმფონიური ორკესტრი. თიბისი გალერეაში გაიხსნება პოპულარული თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის პერსონალური გამოფენა.
დღის ბოლოს კი ცენტრალურ მოედანზე გალაკონცერტი გაიმართება. ქუთაისელებს დამოუკიდებლობის დღეს ნიაზ დიასამიძე და "33 ა" მიულოცავს. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა