|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღო

შსს-მ  დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღო. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად  ამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გოგა ჩ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ დააკავეს.   ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 194 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ავტორი: ანა ჯიქია