|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფასო ფაკულტეტებზე ადგილების რაოდენობა გამოქვეყნდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება უფასო ფაკულტეტბზე ადგილების რაოდენობისა და დაფინანსების წესის შესახებ. ბრძანების მიხედვით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს 11 მიმართულების 21 სპეციალობას. მათი ჩამონათვალი ასეთია:



ბრძანებაში ასევე მოცემულია უფასო მიმართულებებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 2015-16 სასწავლო წელს უფასო მიმართულებებზე ადგილების საერთო რაოდენობა 1225-ს შესადგენს.   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელს უფასო მიმართულებებზე ჯამში - 1900 სტუდენტს მიიღებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 970, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 310, სოხუმის სახელმწოფო უნივერსიტეტი- 200, თელავის იაკობ გოგებაშვილის  სახელმწიფო უნივერსიტეტი  - 228, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი -460, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 360 სტუდენტს მიიღებს. 
ჯამში,  უფასო მიმართულებებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 5653 შეადგენს. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის ბრძანება.

ავტორი: ანა ჯიქია