|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაგავსაყრელის განაღმვა დასრულდა

იმერეთის ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დღეს დასრულდა.
სამუშაოები ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაციამ -“The HALO Trust”-მა შეასრულა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისდირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად ტერიტორიაზე ჩატარებული განაღმვითი სამუშაოები დაათვალიერა.

 შპსსაქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაგერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით  ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული  ნაგავსაყრელის მოწყობას 2018 წელს დაასრულებს.

ნაგავსაყრელი თერჯოლის ტერიტორიაზე მოეწყობა და  რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონსაც მოემსახურება.



ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი