|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ. პარტიის წევრები, რომლებზეც ინფორმაცია გავრცელდა სერგო რატიანი, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე, ზურაბ ჯაფარიძე და პავლე კუბლაშვილი არიან. სერგო რატიანმა გავცელებული ინფორმაცია უარყო.  "გავრცელდა ინფორმაცია და ჩვენც გვაქვს, რომ მელაძე, ხაჩიძე, კუბლაშვილი და ჯაფარიძე ტოვებენ პარტიას. ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, თუმცა ოფიციალურად არ მომხდარა მომართვა. ჩვენ როცა მოგვმართავენ მას შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენ პარტიაზე ბოლო 3 წელია იყო და არის ძალიან სერიოზული ზეწოლები. ამ ზეწოლის გაძლება ძალიან რთულია, როგორც ჩანს ყველა ადამიანი თავის გზას პოულობს,"- აცხადებს სერგო რატიანი.  დეპუტატი გიორგი ვაშაძე კი  აცხადებს, რომ "ყველაფერს გაიგებთ ოთხშაბათს, გაიმართება ბრიფინგი. არის გარკვეული დისკუსია პარტიის შიგნით. ყველაფერი კარგად არის,  „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას, „ნაციონალური მოძრაობა“არის ერთადერთი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების,"- განაცხადა დეპუტატმა  დეპუტატი გიორგი ვაშაძე

ავტორი: ანა ჯიქია