|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პარტია?

დღეს გავრცელებული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზები სერიოზულია და მას  "უპასუხისმგებლობასთან" და "წნეხის ვერ გაძლებასთან" საერთო არაფერი აქვს.

მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება.

ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას.

მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები "უპასუხისმგებლობას" და "წნეხის ვერ გაძლებასთან" დაკავშირებით"-ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი