|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირობებით გამოცხადებული მილიონნახევრიანი ტენდერი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი გზების მოასფალტების მიზნით 1 480711ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელმა იაშვილის ქუჩაზე არსებული საავტომობილო გზის მოასფალტება, დუმბაძის ქუჩაზე არსებული საავტომობილო გზის მოასფალტება-სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ჭავჭავაძისა და ანჯაფარიძის ქუჩებზე არსებული საავტომობილო გზის მოასფალტება-სანიაღვრე არხების მოწესრიგება, გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული საავტომობილო გზის მოასფალტება, გიორგი ნიკოლაძის ქუჩებზე სასაფლაოსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოასფალტება- სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სოფელ ზოვრეთში არსებული საავტომობილო გზის მოასფალტება-სანიაღვრე არხების მოწესრიგების სარეაბილიტაციო სამუშაოებიის შესრულება უნდა უზრუნველყოს.

აღნიშნული ტენდერი პირობებით ცხადდება, გამარჯვებულ კომპანიას 5 300000 ლარის სამუშაოებიუნდა ჰქონდეს შესრულებული. წინადადებების მიღება 15 ივნისს მთავრდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი