|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დისკუსია „გარდაუვალ არჩევანზე“ "არა ძალადობის" ჭრილში

ოსვენციმის შემდეგ ლექსის წერა ბარბაროსობაა” – თეოდორ ადორნოს ეს ფრაზა გაიხსენეს დღეს დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, სადაც izone–ის პროექტის „ღია ქალაქი“ ქუთაისში საჯარო შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. შეხვედრა წლის განმავლობაში ყოველთვიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.

დისკუსიის თემას  წარმოადგენდა „გარდაუვალი არჩევანი 2012“, სადაც უნდა მომხდარიყო წინაასარჩევნო პერიოდზე საუბარი, დაკვირვება, შეფასება, გაანალიზება. თუმცა მომხსენებლები ძირითადად საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხნენ. „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის სალომე ასათიანი - წინასაარჩევნო ეკლექტიკა, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის წინასაარჩევნო ქსენოფობია - საზოგადოებრივი დაკვეთა თუ ინდოქტრინაცია?“, პოეტ გიორგი ხასაია  პეპელა და ტანკი -  ფარფატი ოკუპაციის წინააღმდეგ“, ეს მოხსენებები ბოლო დროინდელი მოვლენებისა და ადორნოს ფრაზის  ჭრილში მიეწოდა მსმენელს.

შეიძლება იმიტომ, რომ მომხსენებელთა აზრით ხელისუფლება მიკროსკოპულად, მაგრამ არსობრივად იმეორებს იმას, რაც ნაციონალ–დემოკრატებმა დამართეს ადამიანებს მეორე მსოფლიო ომის დროს.

„ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლების მმართველობა დაიწყო გარკვეული დასავლურ–ლიბერალურ ღირებულებებზე აპელირებით, თუმცა საქმით და შედეგებით საპირისპირო აჩვენა, რის გამოც მოხდა ამ ღირებულებების დისკრედიტაცია. მომხსენებელთა თქმით ძლადობა იქცა სისტემის ნაწილად და საყრდენად და  ამის გააზრება საზოგადოებამ მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, როდესაც პატიმრებზე სასტიკი ძალადობის სცენები იხილა.

„ყველამ ვიცოდით, გვესმოდა ძალადობის შესახებ, რომლებიც ციხეებში ხორციელდებოდა, მაგრამ ვიღებდით როგორც რიგით ინფორმაციას, რეაქციები გვქონდა დაქვეითებული. რის გამოც ამ ძალადობაში ვმონაწილეობდით დუმილით და პასიურობით“– თქვა გიორგი მაისურაძემ.

დისკუსიის მონაწილეთა აზრით ბოლო დროინდელი ფაქტები შეიძლება იქცეს გარკვეულ საეტაპო მნიშვნელობის მოვლენად საზოგადოების ცხოვრებაში, მათი თქმით შესაძლებელია „დიდმა ტრაგედიამ გამოიწვიოს კათარზისი“.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი