წელს 28 053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015-ის შედეგები გამოქვეყნდა. 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ შეძლო სახელმწიფო გრანტის მოპოვება, 3700 კი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სპესიალობებზე უფასოდ ისწავლის.
ამასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ბრიფინგი გაიმართა. "სრული და ნაწილობრივი გრანტის მოპოვება
6555-მა აბიტურიენტმა შეძლო, ხოლო უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე 3742 აპლიკანტი ისწავლის", - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ეროვნულ გამოცდებში წელს 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. 18 ატასზე მეტი ადგილი ვაკანტური დარჩა.
ავტორი: ანა ჯიქია


17:22
16:31
14:20
12:16
15:13
















