ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამი ქალი დააკავეს
ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის
ბრალდებით სამი ქალი დააკევს. დაკავებულებიდან 2 ბრაზილიის ფედერაციის ორი
მოქალაქეა - 1985 წელს დაბადებული
ელიზაბედ ლუიზა დ. და 1980 წელს დაბადებული კარინა ე, ხოლო მესამე სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ოდეთთე ვ.
სამართალდამცველებმა ელიზაბედ ლუიზა დ, კარინა ე. და ოდეთთე ვ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. პოლიციამ, ელიზაბედ ლუიზა დ-ს და კარინა ე-ს პირადი ჩხრეკისას, 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 4 კილო და 794,68 გრ კოკაინია, ხოლო ოდეთთე ვ-ს ხელბარგის ჩხრეკისას ამოღებულია 14 კილო და 835 გრამი მარიხუანა. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ავტორი: ანა ჯიქია





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















