პრესის სახლში ხანძარი ლოკალიზებულია
ქუთაისში, პრესის სახლის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძრის
ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ცეცხლი ბოლომე ლიკვიდირებული არ არის - აცხადებს newpress-ge-სთან
საუბარი ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების
მმართვის სამსახურის უფროსი კახა მაჩიტიძე.
„ვიდრე ფანჯრებიდან კვამლი გამოდის, შენობაში ვინმეს
შესვლა არ შეიძლება. როგორც მეხანძრეებმა მითხრს, ცეცხლი სავარაუდოდ შენობის მე-5 სართულზე,
დერეფნის ბოლოში არსებულ ნაგავს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ზარალი ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია, მაგრამ პატარა ხანძარი არ ყოფილა,“
- ამბობს კახა მაჩიტიძე.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის იმყოფება სახაძრო დახმარების
5 მანქანა. ასევე, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შენობის მე-5 სართულზე განთავსებული რადიო „ძველი ქალაქის“
წარმომადგენლები ამბობენ, დღეს მომხდარი ფაქტი შენობაში ცეცხლის გაჩენის პირველი შემთხვევა
არ არის, ამიტომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა აუცილელია.
პრესის სახლში ხანძარი დღეს, დაახლოებით 15:20 საათზე
გაჩნდა. მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზებისთვის ერთ საათზე მეტი დასჭირდათ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე