იმერეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს რამდენიმე რეგიონში ახალი რწმუნებული დანიშნა: კახეთის რეგიონში - ზურაბ ჭიაბერაშვილი, იმერეთის რეგიონი - ვახტანგ ბალავაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში - ზაზა გოროზია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში - გიორგი ჭელიძე.
„საქართველოს კონტიტუციისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქრთველოს კანონის 27-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი იყენებს თავის უფლებამოსილებას," – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის ახალი რწმუნებული იმერეთში ვახტანგ ბალავაძე სამხარეო ადმინისტრაციაში ჯერ არ გამოჩენილა. ადგილზე აცხადებენ, რომ ამჟამად ისინი ახალი გუბერნატორის მოლოდინში არიან და მათთვის უცნობია სამომავლო გეგმები.
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ვახტან ბალავაძემ აღნიშნულ პოსტზე ლაშა მაქაცარია შეცვალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, ვახტანგ ბალავაძე მე–6 და მე–7 მოწვევის საქართველოს პარლამენტის (2004–2008/2008–2012 წწ) დეპუტატია. ის საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით იქნა არჩეული.
2012 წლის აგვისტოდან კი პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის არჩევისას, ვახტან ბალავაძე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დანიშნა.
ავტორი: ნიუპრესი