|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი: „პარლამენტის თბილისში გადატანა დღის წესრიგში რჩება“

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში პარლამენტის შენობაში უკვე მივიდა. მისი განცხადებით ახალი მთავრობისთვის და ახალი პარლამენტისთვის მთავარია იმ დაპირებების შესრულება რასაც აქამდე გასცემდნენ.

„ძირითადი მოსახდენი პირველ ოქტომბერდს მოხდა, რასაც დღეს პარლამენტის ფუნქციონირების დაწყებით ოფიციალურად გავაფრომებთ. უპრეცენდენტოა ის, რომ ქართველმა ხალხმა მოვახერხეთ ხელისუფლების შეცვლა. ახლა უნდა მოვახერხოთ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პირველი სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების ლიდერმა პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„პარლამენტის გადატენის საკითხს მე არ ვწყვიტავ მარტო, ვითათბირებთ და ამის მიხედვით გადავწყბიტავთ. რა თქმა უნდა ქუთაისელებს ეს მოსწონთ, მაგრამ პარლამენტის აქ დარჩენა მათ დიდ შეღავათს ვერ მისცემს. პარლამენტის ქუთაისში მუშაობა ვერ იქნება მათთვის გადამწყვეტი. ქუთაისს სხვანაირი მიხედვა ჭირდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჭეშმარიტად აღორძინდეს ქუთაისი.

პარლამენტის თბილისში გადატანა დღის წესრიგში რჩება და როგორც იქნება უფრო ობიექტური ისე გავაკეთებთ ყველა საქმეს,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე