დავით ბაქრაძე: „პარლამენტში ოპოზიციის სტანდარტების დანერგვას ვგეგმავთ“
ამ წუთებში ახალ პარლამენტში პირველი სხდომა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე მათი მომავალი საქმიანობა შეაფასა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობაში აღმოჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის სტანდარტის დანერგვას გეგმავს.
„ეს არის შედეგი იმ ძალიან მძიმე და დაძაბული ბრძოლის, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ოპოზიციაში. ვიქნებით ძალიან აქტიურები. რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ ყველა იმ პროექტს, რომელიც ქვეყნისთვის სასრგებლო იქნება. ეს პარლამენტი იქნება ძალიან საინტერესო,“ – ეს განცხადება ბაქრაძემ, ქუთაისის პარლამენტის შენობაში გააკეთა.ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა