|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი: "კიდევ ბევრ სასწაულს ელოდეთ"

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა უკვე დატოვა. მან მედიასთან კომენტარი მხოლოდ სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

"ძალიან კარგი ატმოსფეროა. კარგი დარბაზია. ერთი კვირის წინ, როდესაც აქ კოალიციის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულნი, ამბობდნენ, წყალი ჩამოდის და სამუშაოები არ იყო დამთავრებული. როდესაც ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდნენ და სამუშაოები დახვდათ გაკეთებული, თქვეს – ჯადოქრები ხომ არ ხართო. დიახ, ჩვენ ჯადოქრები ვართ და კიდევ ბევრ სასწაულს ელოდეთ," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც პარლამენტი მის მიერ სხდომის გასხნისთანავე დატოვა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე