დავით ბერძენიშვილი:“ სერიოზული თვითმმართველობის რეფორმა არის ჩასატარებელი“
პარლამენტარ დავით ბერძენიშვილის თქმით, მიმდინარე წლის
1 ოქტომბრის შემდეგ, პოლიტიკურ დღის წესრიგს „ქართული ოცნება“ განსაზღვრავს. როგორც
ბერძენიშვილი ამბობს, ისინი 9 წლის განმავლობაში ითხოვდნენ თვითმმართველ ქალაქებში
არჩევას.
„რასაც უმცირესობაში მყოფი „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი
კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ახლა მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებებს არსებითი
განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს. ამდენი წლის განმვალობაში ეს ინსტიტუტი სააკაშვილმა
აქცია თვითმმართველობის, მერების საწინააღმდეგო ინსტრუმენტად, ახლა მისი საუბრები,
რომ მერები როგორ უნდა ირჩეოდნენ და გუბერნატორები აქტუალური არ არის. გუბერნატორი
პირდაპირ უნდა ირჩეოდეს და მხარის ხელმძღვანელის
ფიგურა შემოვა რეფორმის შედეგად მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიქმნება სამხარეო წარმომადგენლობითი
ორგანოები. ძალიან დიდი სერიოზული თვითმმართველობის რეფორმა არის ჩასატარებელი, მუნიციპალიტეტის
დონეზე, უფლებამოსილებები და შემოსავლები მათ უფრო მეტი უნდა ჰქონდეს. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაგვიანებულ ინიციატივებს
არანაირი მნიშვნელობა აქვს,“ - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ერთადერთი რაც პრეზიდენტის გამოსვლიდან გაიგო ის
იყო, რომ,
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე