|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმცირესობის გაერთიანებას სხვა დეპუტატებიც დატოვებენ?

პარლამენტის დეპუტატები, რომლებმაც საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებაზე უარი თქვეს, ამბობენ, რომ მათ რიგებს უმცირესობიდან სხვა დეპუტატებიც შეურთდებიან.
"ჩვენ არ ვიქნებით საპარლამენტო უმცირესობის გაერთიანებაში. დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში შევდუგებით უფლებამოსილების განხირციელებას. არ არის გამორიცხული უმცირესობიდან სხვა დეპუტატებიც შემოგვიერთდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ,"– განაცხადა საპარლამენტო უმცირესობიდან წამოსულმა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ.
საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით, დეპუტატები რომლებიც საპარლამენტო უმციერესობაში არ გაწევრიანდნენ, ცალკე საპრალამენტო ფრაქციას შექმნიან.
ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, უმცირესობაში გაწევრიანებაზე უარი "ნაციონალების" კიდევ ოთხმა დეპუტატმა თქვა: დმანისის მაჟორიტარმა - კახა ოქრიაშვილმა, ლენტეხის დეპუტატმა - გოგი ლიპარტელიანმა, ცაგერის- სერგო ხაბულიანმა და ნინოწმინდის მაჟორიტარმა - ენზელ მკოიანმა.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე