უმცირესობა პარლამენტის წინ მოწყობილ სირცხვილის კორიდორს დემოკრატიულ ნაბიჯად აფასებს
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის
მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, დღეს, პარლამენტის წინ „ნაციონალებისთვის“ მოწყობილი
სირცხვილის კორიდორი დემოკრატიული ნაბიჯის გამოხატულებაა.
„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ყველას აქვს უფლება
გამოხატოს თავისი აზრი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოვიდვარ და ადამიანებს
სურვილი აქვთ რაღაც გამოხატონ. დემოკრატიული ნაბიჯია ისიც, რომ დამარცხებულმა ხელისუფლება გადაულოცა გამარჯვებულს“ – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი. რომელიც, ასევე, აფასებს
„ნაციონალების“ მაჟორიტარი დეპუტატების იმ ქმდებას, რომელთაც უმცირესობაში გაწევრიანებაზე
უარი განაცხადეს.
„მათ ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად
შევიდნენ უმცირესობაში. მათ ჩვენთან ისაუბრეს ამ თემაზე. რადგან ეს ადმიანები წარდგენილი
იყვნენ თავის დროზე „ნაციონალური მოძრობიდან“, – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის განცხადებით, უმცირესობა ხვალ საპარლამენტო
კომიტეტების მოადგილეებს წარადგენს. „ხვალ იქნება პირველი სხდომები კომიტეტებში. სადაც
იქნება არჩეული მოადგილეები. პირველი მოადგილე იქნება წარმოდგენილი უმრავლესობის მხრიდან,
მეორე, რეგლამენტის მიხედვით, უმცირესობიდან. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს კანდიდატურას,“
– განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე