|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩიორა თაქთაქიშვილი: „ნაციონალ“ დეპუტატებზე კოალიცია ზეწოლას ახორციელებს

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი დეპუტატების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა.

თაქთაქიშვილის თქმით, ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც კოალიციამ გაიმარჯვა. თუმცა, მან ვერ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. რის გამოც, „ზეწოლა ხორციელდება იმ დეპუტატებზე, რომლებიც ბიზნესებს ფლობენ. გარდა ამისა, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწეყით ემუქრებიან ჩვენს იმ აქტივისტებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები  წინასაარჩევნო კამპანიაში. პირველი სხდომა პარლამენტში ჩატარდა კონსტრუქციულ ვითარებაში, თუმცა, მას შემდეგ კოალიცია არადემოკრატიული მეთოდებით ცდილობს საკონსტიტუციო უმრავლესობის  მოპოვებას. თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ამგვარ მეთოდებს, უმრავლესობას დ უმცირესობას შორის თანამშრომლობა შეუძლებელი გახდება“,  – განცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

თაქთაქიშვილს ამ ეტპაზე არ დაუსახელებია კონკტრეტული დეპუტატების სახელები და გვარები, რომელთა მიმართ მისი განცხადებით, ზეწოლა  ხორციელდება. თაქთაქიშვილის თქმით, ისინი მიმართავენ ყველა საეთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას შემდგომი რეაგირებისათვის.

„ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალების“ ბრალდებაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

„ჩიორამ რაც თქვა, იმაზე რა კომენტარი გავაკეთო“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე