|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი მთავრობა საქმიანობის მთავარ პრინციპად წესიერ მუშაობას ასახელებს

მთავრობის პირველი სხდომიდან გამოსული პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სხდომაზე მოკლედ შეეხნენ თითოეულ სამინისტროს და სამოქმედო გეგმას. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, ისაუბრეს ყველა საკითხზე. მათ შორის სადაზღვევო პოლისების ხარისხზე, სოფლის მეურნეობასა და სასოფლო ტექნიკის შეძენაზე, დევნილების პრობლემებზე. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა ობიექტზე დევნილების შეჭრა.

ივანიშვილი საკუთარი გუნდის კვალიფიციურობის საკითხსაც შეეხო და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს.

„კახა კალაძეზე თუ არის საუბარი, ყველაფერი იცის ენერგეტიკის სამინისტროზე. რომ ვეკითხები უკვე იმდენი იცის,“ - ამბობს ივანიშვილი.

შეხვედრიდან გამოსული მინისტრები აცხადებდნენ, რომ სხდომის მიმდინარეობისას იმ პრინციპებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვით ახალმა მთავრობამ უნდა იმოქმედოს.

„ჩვენი პრინციპი პიველ რიგში იქნება წესიერი მუშაობა. ხალხისათვის მაქსიმალურად სასარგებლო საქმიანობა კანონისა და სამართლის ჩარჩოებში,“ - ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია. 

ახალი მთავრობის შემადგენლობასა და მის სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა დღეს გამოუცხადა ნდობა. ახალარჩეულმა მთავრობამ პირველი სხდომა ქუთაისშივე,მ თავრობის სახლში გამართა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე