პარლამენტი ომბუდსმენობის მსურველთა მოსმენას იწყებს
საქართველოს სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით
პარლამენტი მომავალ კვირაში იმსჯელებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
ეკა ბესელიას თქმით, მიმდინარე კვირაში სახალხო დამცველობის მსურველთა კანდიდატებს კომიტეტებში განიხილავენ, ხოლო მომდევნო კვირაში
საპარლამენტო ფრაქციები თავიანთ კანდიდატებს
დაასახელებენ. ამის შემდეგ კი პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ახალ ომბუდსმენს აირჩევს.
ამ დროისთვის ცნობილია, ის კანდიდატები, რომელთაც სამოქალაქო
საზოგადოება სახალხო დამცველის პოსტზე რეკომენდაციას უწევს. ესენი არიან: თამარ გურჩიანი,
ლია მუხაშავრია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გელა ნიკოლაიშვილი. თუმცა როგორც უმრავლესობაში
აცხადებენ, ომბუდსმენობის მსურველთა რიცხვი
გაცილებით დიდია.
სახალხო დამცველი პოსტზე თავისი ფავორიტი ჰყავს უმცირესობას,
თუმცა არ ასახელებენ. უმცირესობის ერთ–ერთის წევრი პავლე კუბლაშვილის თქმით, „შესაძლოა ამას კანდიდატის მიმართ „ოცნების“ მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება
მოჰყვეს,“ – ამბობს კუბლაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე