ქვეყნის უსაფრთხოებას სამოქალაქო საზოგადოება გააკონტროლებს
ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება და თავდაცვისუნარიანობის
გაძლიერება – ეს ის საკითხებია, რომლებზეც თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი
სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს. კომიტეტის წევრები დღეს იმ არასამთავრობო
ორგანიზაციებს შეხვდნენ, რომლებიც ხელისუფლებასთან თავდაცვის საკითხებზე ითანამშრომლებენ.
„მოხარული ვარ, რომ ისეთი საკითხი, როგორიცაა თავდაცვა
და ეროვნული უსაფრთხოება სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებას იწვევს. ამ პროცესში
ადამიანები ჩართული არიან ყოველგვარი პოლიტიკური
ნიშნის გარეშე. ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება
მოკლე ვადებში შევძლოთ უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც
უსაფრთხოების კუთხით საზოგადოებრივ კონტროლს განახორციელებს,“ – ამბობს თავდაცვისა
და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
შეხვედრას პროდუქტიულად აფასებენ სამოქალაქო საზოგადოების
წევრები. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა–ახალი ინიციატივის“ ხელმძღვანელის
გიორგი გამყრელიძის თქმით, შეიქმნება სამუშაო
ჯგუფი, რომელიც კომიტეტთან თანამშრომლობის ფორმატს შეიმუშავებს.
ცნობილია, რომ მსგავსი სამოქალაქო საბჭო ქვეყანაში
2005 წლიდან არსებობს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე