|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #2 ციხეში 7 პატიმარი შიმშილობს

მე–5 დღეა 7 პატიმარი შიმშილობს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნულ ინფორმაციას ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები ავრცელებენ.

გაზეთ „ახალი გაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ია ბობოხიძემ და  სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრარგუსისთავმჯდომარემანანა მანაგაძემ მონიტორინგის ფარგლებში ქუთაისის ციხეში პატიმრები მეორედ მოინახულეს. მათი განცხადებით, ამჯერად ქუთაისის ციხეში შესვლა პატიმრების ახლობლებისა და ადვოკატების პირადი შეტყობინების საფუძველზე მოხდა.

„7 პატიმარი, რომელიც მე–5 დღეა ქუთაისის ციხეში შიმშილობს,  მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ რეჟიმის შეცვლას და სამეციდინო მომსახურებას. ორ მათგანს აივ ინფექცია აღენიშნება.  ამის გარდა, პატიმრებს პრეტენზია აქვთ ციხის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ. რომლებიც მათი განცხადებით, მონაწილეობდნენ პატიმართა სასტიკ მოპყრობასა და წამებაში,“ – აცხადებს ია ბობოხიძე.

მონიტორინგის საბჭოს წევრებს ქუთაისის ციხის პატიმრებმა იმ თანამშრომელთა სახელები და გვარები დაუსახელეს, რომელთა დასჯასაც არაადამიანური მოპყრობის გამო მოითხოვენ. პატიმრების თქმით, სასტიკ მოპყრობასა და წამებაში მონაწილეობდნენ: აჩიკო ტაბატაძე, ირაკლი მინაშვილი, რომა რობაქიძე, მიშა გიგაური, დიმიტრი ჭიკონაია და გაგა ლიპარტელიანი.

ერთი–ერთი პატიმარი,  ნუგზარ თაბაგარი, რომელიც ასევე შიმშილობს, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც იხსენებს. ის ქუთაისის ციხეში მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს მოხვდა, მანამდე სასჯელს საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა.

"ყოველ ღამე შემოდიოდნენ ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, კახა ბუცხრიკიძე, შეიარაღებულები და მცემდნენ. ორთაჭალის ბუნტის დროს მიცვალებულები და დაჭრილები ვახტაზე შემოყარეს. ჩემი ხელით დავბანე მიცვალებულები. ბინტი, ბამბა, ერთჯერადი ნემსები - ყველაფერი გაუთავდათ ექიმებს, ვერ აუდიოდნენ დაჭრილებს.... ორთაჭალის #5 დაწესებულებაში შევიდნენ და პირდაპირ ჩაცხრილეს ხალხი. მე პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე.
მალხაზ სინაურიძე გადაეფარა სპეცნაზს ვახტაზე. "ჯერ მე მომკალით და მერე შედით, არ მოგაკვლევინებთ ამ ავადმყოფ და ინვალიდ ხალხსო" - მაგან გადაგვარჩინა. მარუაშვილმა "ნარუშნიკებით" დამაბა ლოგინზე და მირტყამდა თირკმლებში. სიმწრისგან მეცინებოდა. მეორე პატიმარი ლოგინებს შორის ჩააგდეს და ურტყამდნენ ბოლომდე. მე გადავეფარე, გაშავდა კაცი. მაგრად გვცემეს. ჯვარს გვაწყვიტავდნენ და ფსალმუნებს გვხსნიდნენ...." ჰყვება მოშიმშილე პატიმარი ნუგზარ თაბაგარი.

ციხეების მონიტორინგის საბჭოს წევრების თქმით, ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრები, ასევე, სოლიდარობას უცხადებენ უკანონო პატიმრებს და თავს თავადვე უკანონო პატიმრებად თვლიან. აღნიშული მიზეზის გამო, პატიმრები მათი საქმეების გადახედვას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში ქუთაისის ციხის 14 პატიმარი ვადამდე ადრე გათავისუფლდა. პატიმრები ვადამდე ადრე გათავისუფლების მეორე ეტაპს ელოდებიან. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა